პროექტი: ჩემი დარგული ხე


პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები სკოლის ეზოში დარგავენ ხის ნერგს.

პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეარჩევენ ნერგს სკოლის ეზოში დასარგავად ეკოლოგიაზე ზრუნვის მიზნით.შერჩევაში დაეხმარებიან ბიოლოგიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები. ისინი შეაჩევენ ნერგს კლიმატური პირობებისა და ნიადაგის მიხედვით, შეარჩევენ ადგილს სკოლის ეზოში, ამოთხრიან ორმოს და დარგავენ ხეს.ამ პროექტში მონაწილე ბავშვები შეიტყობენ მათი საცხოვრებელი ადგილის კლიმატურ პირობების შესახებ, შეისწავლიან თუ რა სახის ნიადაგები არსებობს მათ ქვეყანაში და ორგორი მნიშვნელობა აქვს ნიადაგსა და კლიმატურ პირობებს მცენარის გაზრდისა და გახარებისათვის.
მოსწავლეებს შეეცვლებათ ბუნებასთან დამოკიდებულება, თითქმის ყოველ დღე ნახავენ თავის დარგულ ხეს, მოუვლიან და იზრუნებენ მასზე.
მოსწავლეები შეეჩვევიან ბუნებაზე ზრუნვას და შეიცნობენ, რომ ბუნებაზე და ეკოლოგიაზე ზრუნვა აუცილებელია კაცობრიობისათვის.

მონაწილეთა ასაკი: 5-11, 12-14, 15-18

ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბმისი ინფორმაციის მოძიება კლიმატური პირობების, ნიადაგის და ეკოლოგიის შესახებ, სურათების გადაღება, ბლოგების გაკეთება.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ვებ-ბლოგები

სარგებელი სხვებისთვის: საკუთარი წვლილის შეტანა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.

სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებული.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: მოწვეული მოსწავლეები სხვა სკოლებიდან

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო ჭელიძე

პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: ninacheli@gmail.com

პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:wwwbloggercomprofile0713728284291.blogspot.com/